რუსული სამხედრო პორტი ოჩამჩირეში - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"
ნებისმიერი გადაადგილება, ისინი რომ ოფიციალურ სტრუქტურებს ეძახიან, არის ანტიქართული და ანტისაერთაშორისო სამართლებრივი და ყველა შემთხვევაში, ჩვენ პარტნიორებს საქმის კურსში ვაყენებთ. სამწუხაროდ, ოკუპაციის ბოროტებას გააჩნია ის ძალაც, ამავდროულად, რომელიც ამ შემთხვევაში და დროებით, აღმართსაც ხნავს ხოლმე. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს და მის ხელისუფლებას დარჩა ნაცმოძრაობისგან, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ოჩამჩირის სამხედრო ბაზა რუსული გემების მისაღებად ემზადება. პორტის შენებლობა, პარტიკულად, დასრულებულია. ოკუპირებულ საქართველოში რუსული პორტი იმდენად მასშტბურია, რომ ერთდროულად 5 სამხედრო გემს და 8 სამხედრო წყალქვეშა ნავს მიიღებს.
პორტის მშენებლობის ამსახველი კადრები "ანტისაოკუპაციო მოძრაობას" აფხაზეთში მცხოვრებლებმა მიაწოდეს. კადრებში ჩანს სამშენებლო ტექნიკის ინტენსიური გაადგილებაც და დგინდება, რომ იქ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინაროებს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი