დაიწყო თუ არა გამოძიება ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაზე - ნაცვლიშვილის კითხვა შს მინისტრს
"ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს შს მინისტრისგან აინტერესებს, ცესკოს თავმჯდომარის სავარაუდო თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება და თუ დაიწყო, რა შედეგებზე გავიდნენ.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება ცესკოს თავმჯდომარის მიერ მოყოლილი საოცარი ამბავი თუ ზღაპარი, როდესაც მის მანქანაში ვიღაცამ ჩაიხედა და ამაზე ააგეს მერე კონსპირაციის თეორია. მაინტერესებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობს თუ არა გამოძიებაზე და მაინტერესებს, რა ეტაპზეა მისი გამოძიება და რა შედეგებზე გავიდნენ, რაკი ასეთი მძიმე იყო ბრალდებები მმართველი გუნდის მხრიდან. ალბათ, გომელაურს ექნება რაიმე ტიპის პასუხი ამაზე", - ამბობს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სიცოცხლის ხელყოფის მცდლეობაზე ღია ეთერში საუბრობდა, "ოცნება" კი ამ საქმეს ოპოზიციას უკავშირებდა.
ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი