კობახიძემ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო
მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო.
ირაკლი კობახიძის მიერ, 18 მარტით დათარიღებული, დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ თანხა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო და ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა - თავის მხრივ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გელათის სარებაილიტაციო სამუშაოებისთვის, ფულის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადარიცხვა დაევალა.
საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი