ტოტალურ ემიგრაციასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის ხელისუფლებაა - გიორგი კაპანაძე

20.03.24 14:00
ტოტალურ ემიგრაციასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის ხელისუფლებაა - გიორგი კაპანაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე ტოტალურ ემიგრაციაზე, ფასების გაორმაგებასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე საუბრობს და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგბელობას ხელისუფლებას და ივანიშვილს აკისრებს.

ოპოზიციის წევრი ემიგრაციაში წასული ადამიანების სტატისტიკას აქვეყნებს და ამბობს, რომ ეროვნული კატასტროფა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა დასრულდეს.


დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, უკვე ოჯახებით მიდიან ემიგრაციაში. ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ხოლო ფასები იმატებს. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლისთვის, მშობლებმა, ემიგრაციაში წაიყვანეს 14 წლამდე ასაკის 13 058 არასრულწლოვანი. 
აქედან: ერთ წლამდე ასაკის - 1231 ბავშვი. ერთიდან 4 წლამდე ასაკის - 3868.
5-დან 9 წლამდე ასაკის - 4262. 
10-დან 14 წლამდე ასაკის კი - 3697.

ტოტალურ ემიგრაციაზე, ფასების გაორმაგებასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე, პასუხისმგებელია ივანიშვილის ხელისუფლება. ივანიშვილის ხელისუფლებამ გააღარიბა ქვეყანა, გაამდიდრა ელიტა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე, 800 ათასი ადამიანი გახადა იძულებული, რომ ემიგრაციაში წასულიყო. ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის ოქტომბერში - ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოზიტიური ცვლილებებით. 

ცვლილებების შემდეგ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ემიგრანტები და ავაშენოთ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, სადაც  იქნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი - ჩვენი ხალხისათვის, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
 

მსგავსი სიახლეები