წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვიც.
"2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც", - თქვა გომელაურმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 12-საათზე მივიდა. მინისტრმა სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი