უახლოეს მომავალში ქართული მხარისთვის 2 შვეულმფრენის გადმოცემა იგეგმება - გომელაური
უახლოეს მომავალში ქართული მხარისთვის 2 შვეულმფრენის გადმოცემა იგეგმება - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაურის თქმით, ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება.
"გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ,,Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა „H 145“-ის პირველი ბორტი, ხოლო შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას", - განაცხადა გომელაურმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი