ქვეყანას არავის არ ავარევინებთ - ზარქუა ევროკავშირის ელჩს
"მიუხედავად პატივისცემისა, ქვეყანას არავის არ ავარევინებთ", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ევროკავშირს ელჩს, რომელმაც დღეს, კამპანიის ფარგლებში, ქართველ საზოგადოებას გააცნო, თუ რა სარგებლობას მოუტანს ევროპულ ოჯახში გაერთიანება საქართველოს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში ეთანხმება, თუმცა პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. მეტიც, ოლიგარქის გუნდის წევრები ხელს კვლავ მესამე სექტორისკენ იშვერენ და სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ფინანსების გამჭვირვალობის დადგენისკენ მოუწოდებენ.
ჩვენ ვამხელთ იგივე იმ ფონდებს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კარგი იქნება, ბატონი ელჩი თუ დაინტერესდება, ვის აფინანსებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს როგორც მანამდე აღვკვეთეთ და წინ აღვუდგებით, ასევე გავაგრძელებთ მომავალში. საელჩო იქნება, ელჩი, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუხედავად პატივისცემისა, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს ქვეყანა არიოს", - ამბობს ზარქუა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი