"ქალი ხარ და უნდა გაუფრთხილდე მანდილის ღირსებას" - ოდიშარიას სექსისტური მიმართვა ნაცვლიშვილს
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის სექსისტური განცხადება ოპოზიციონერი, ქალი პოლიტიკოსების მიმართ - ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ლელოს" წევრ, ანა ნაცვლიშვილს მოუწოდა, რომ "მანდილის ღირსებას გაუფრთხილდეს", რადგან მისი მოწოდებები "ქალისთვის შეუფერებელია" - "ქალი ხარ და არ გეკადრება".
გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო, ანა, დაანებეთ, რა ამ მასწავლებლობას თავი. სხვათა შორის, ჩვენს ზრდილობასთან მიმართებაში სანამ დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა და უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან. როგორ საუბრობთ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს. ქალი ხარ და არ გეკადრება, რა, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა”, – თქვა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, გუშინ ანა ნაცვლიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ქვეყანას "პარლამენტი რომ ჰყავდეს", ხელისუფლებას სწორი პოლიტიკის გატარებას უნდა ავალებდეს, რომელიც მიზანმიმართული არა მომხმარებელთა დასჯაზე, არამედ რეალიზატორების და მათი მფარველების გამოვლენაზე იქნება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი