„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ - მინისტრი მიგრაციის მაღალ დომენეზე
მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს - ასეთი პასუხი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურ მიგრაციის მაღალი დონის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხად, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.
„იგივე შემოვიდა თითქმის“ - თქვა მან ოპონენტევის საპასუხოდ.
გომელაურის თქმით, მიგრაციის სტატისტიკას შსს არ აწარმოებს, ამას აკეთებს საქსტატი, რომელიც 2023 წლის მონაცემებს ზაფხულში გამოაქვეყნებს.
მიგრაციაში ხალხი მიდის, ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან… მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს. ჩემს კოლეგებსაც აქვთ ეს პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. თვლიან, რომ სამუშაო ანაზღაურება იქ მეტი ექნებათ. მესმის. მე გამიხარდება, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები ჰქონდეს ჩვენთანაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი