„მოღალატე“,“აგენტი“ - კრიტიკული კითხვის შემდეგ "ოცნება" გოცირიძეს დაუპირისპირდა

20.03.24 16:34
„მოღალატე“,“აგენტი“ - კრიტიკული კითხვის შემდეგ "ოცნება" გოცირიძეს დაუპირისპირდა

 

 

 

„მოღალატე“,“აგენტი“ და „კაცმაცუნა“ - რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კრიტიკული კითხვის გამო "ქართული ოცნება" დაუპირიპირდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული.

"ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა"- იკითხა "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა.

კითხვის დასმის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. აქტიურობდა ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც გოცირიძეს "ქვეყნის მტერი" უწოდა. 

„ხალხის ძალამ" კი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასდამართლება მოითხოვა. 

"ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე! თქვი, რომ ხარ აგენტი!“ - მიმართა მაჭარაშვილმა გოცირიძეს. 

სიტუაციის გასანეიტრალებლად საქმეში ჩართულმა პარლამენტის თავმჯდომარემ კი რომან გოცირიძე ქვეყნის ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი? რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა? ყველაფერს აქვს ზღვარი! როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ამას არ დავუშვებთ!“- მიმართა პაპუაშვილმა გოცირიძეს.

ცნობისთვის, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ, აღნიშნა, რომ გაურკვეველია კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანილის დანიშნულება. მისივე თქმით, მსგავსი რამ ბოლო წლებია არ მომხდარა. ამასთან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა, ხოლო მისივე მტკიცებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგალითად ყირგიზეთსა და ყაზახეთში, ჩნდება კითხვა, ხომ არ გადავა ეს საფრენი აპარატები ყირგიზეთსა ან ყაზახეთში.

მსგავსი სიახლეები