რას ამბობს გომელაური შსს-ს თანამშრომლების უწყებიდან გადინებაზე
ის, რომ შსს-ს თანამშრომლები, ილუზიაა, ასე არ არის - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.
გომელაურის თქმით, 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა დიდი რიცხვი არ არის და 2023 წელს უფრო მეტი თანამშრომელი მივიდა უწყებაში, ვიდრე გავიდა.
„რატომ მიდიან თანამშრომლები? აგერ მაქვს სტატისტიკა. წინა წლებში ცოტა მეტი იყო გადინება. 2023 წელს დათხოვნილი თანამშრომელი იყო 875 და მიღებული იყო 1177. წინა წლებში კლება იყო. 2022 წელს 1500 თანამშრომელი წავიდა, 1047 მივიღეთ. 2021 წელს 1112 წავიდა და 700 მივიღეთ. მთლიანობაში 60 პროცენტამდე გაიზარდა ხელფასები, უკან დაბრუნება უფრო მეტად წამოვიდა. 2024 წლის თითქმის 2 თვეში მიღებულია 378 თანამშრომელი და 171 თანამშრომელია წასული, დღეის ჩათვლით.
ის, რომ გარბიან თანამშრომლები და ილუზიაა ამის შექმნილი, ასე არაა. ჩვენ არ ვართ ცოტანი, 38 ათასამდე ვართ და 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა, ეს არ არის დიდი ციფრი. ცოცხალი ორგანიზმია, ხან მეტია გადინება. 2023 წელს უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე გავიდა“, - განაცხადა გომელაურმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი