გჭირდებათ ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო და არა "ყმუილი" და "ღმუილი" - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

20.03.24 16:54
გჭირდებათ ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო და არა "ყმუილი" და "ღმუილი" - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

"ქვეყანას რეპუტაციის დასაცველად ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯები სჭირდება და არა ღმუილი", - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას ხმაური მოჰყვა.

ნაცვლიშვილმა კოლეგებს სიმშვიდის დაცვისკენ და საჭირო მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ბატონო მინისტრო, კითხვა დაისვა თქვენი მისამართით ჩემი კოლეგის მხრიდან. შესაძლოა, ამ კითხვას არ ეთანხმებოდეთ და ნამდვილად მწვავე კითხვა იყოს, იმიტომ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არა მგონია, რომ ვინმეს ამ დარბაზში არ აღელვებდეს, მით უმეტეს ძალიან მძიმე კონტექსტში, როგორშიც ეს კითხვები ისმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გესმით სწორად ამ კითხვის შინაარსი. რადგან ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო. ჩვენი მხრიდან ამას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი“ და „ღმუილი“, რისი შემსწრეც გავხდით“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 12-საათზე მივიდა. მინისტრმა სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

მსგავსი სიახლეები