ვისაც არ ეზარება ჩამოსულია სოფლებიდან - ენუქიძე
ვისაც არ ეზარება ჩამოსულია სოფლებიდან - პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ თბილისის ქუჩები მანქანებით გადაივსო.
დეპუტატი სწორედ ამას უკავშირებს ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებას.
ენუქიძე მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
"ეს მანამდე იქნება, სანამდე იქნება ეს ჯარიმები და არ იქნება ჩამორთმევა მართვის უფლების განმეორებით შემთხვევაში. ვიძახით, რომ ხალხს შივა - შივა მართლა ბევრს. ჟურნალისტებმა არ გადამიკეთოთ მერე სხვა რამეში; ხალხს ძალიან უჭირს - კი ბატონო, მაგრამ, ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები? თუ ვერ გავიგე.
ვისაც არ ეზარება ჩამოსულია ამ სოფლებიდან, 2-3 დღით, ნაქირავები აქვთ კორპუსებში ბინები და იმ კორპუსის წინ გავსებულია მანქანები და მთელი ქუჩა სავსეა. ამასწინათ, სადაც ვცხოვრობ მე, მოხდა ხანძარი. 25 წთ მანქანა ვერ შევიდა, რომ იქ მისულიყო. ორივე მხარეს მანქანები იყო. ერთი გასასვლელია დატოვებული, პატარა "მარჩები" რო ჰყავთ ჩამოყვანილი, თუ სადმე ძველი მანქანები იყო და საქართველოში შემოიყვანეს და სესხები რომ აქვთ არსებული და ფსიქოზი რომ აქვთ სახლში მშივაო და როგორც კი მისცემს დახმარებას და შვილს მანქანას რომ უყიდის, აი ესეთი ხალხის "მარჩებითაა" სავსე ის სუყველაფერი. რაღაც ზომა მიიღეთ" - ამბობს ენუქიძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი