ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ გინტურის მკვლელობაზე - რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა
რა ნაბიჯები გადაიდგა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე - ერგნეთის შეხვედრიდან გამოსული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების პოზიციები ცინიკურია.
"საოკუპაციო ძალა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე კვლავ ცინიკურ პოზიციას აფიქსირებს და მკვლელების დასჯას არ აპირებს", - ამბობს მედიასთან ირაკლი ანთაძე.
ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთგზის გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა." - განაცხადა ანთაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაირკვა ისიც, რომ სამი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა.
ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა შეხვედრებს შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ამაზეც სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი. აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას." - განაცხადა ანთაძემ.
დღეს, სოფელ ერგნეთში რიგით 118-ე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელობასა და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი