მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ევრონესტს - საქართველო ოლიგარქის მძევლობაშია, ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო გახდა
საქართველო მესამე პრეზიდენტის მიმართვა ევრონესტს - "მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო"- წერს სააკაშვილი წერილში.
"საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან"- ამბობს სააკაშვილი.
ძვირფასო კოლეგებო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან,
ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე.
მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო.
დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, დემოკრატია დანაშაულია, დასავლეთი მტერია, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან, ხოლო თავისუფლება შორეულ ოცნებად იქცა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩემს გათავისუფლებას, რადგან ამის ნებართვა არ მიუღიათ კრემლიდან. ივანიშვილის ხალხი ევროპელებს ეუბნება, რომ ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს ''პოლიტიკურ დესტაბილიზაციას'' საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემი პატიმრობის პოლიტიკურ ხასიათს.
ძვირფასო მეგობრებო,
მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანის ბედი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის მიღმა, ახლა უკრაინაში წყდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის უდიდესი მისწრაფება, ბრძოლა და მიღწევები, რაც ჩვენმა ერებმა საკუთარი ევროპული ოცნებისთვის გამოიარეს.
ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება.
მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი