ჩემი დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან, მსგავსი "ნაცების" დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? - მდინარაძის მიმართვა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე იერიში მიიტანა - "ჩემი დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან, მსგავსი "ნაცების" დროს არ მოხდებოდა"- ამბობს დეპუტატი.
მისივე მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მთავრობის ახლობლები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ, რადგან ენმ-ი ყოველგვარ გზას გამონახავდა, რომ საკუთარი ნათესავებისთვის, კორუფციული და ნეპოტისტური გზებით, ბიზნესები ჩაებარებინა.
ამ წუთში ვინც მახსენდება, ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ორივე ემიგრაციაშია. მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? - მილიონებს აშოვნინებდნენ და მერე პარტიას დააფინანსებინებდნენ იქიდან. „ნაცების დროს ჩემს პოზიციაზე მყოფი ადამიანის არც დეიდაშვილი მოხვდებოდა ემიგრაციაში და არც მეგობარი, რადგან სადღაც დაასაქმებდნენ ნეპოტისტურად, რაღაც ბიზნესს ჩააბარებდნენ, წაართმევდნენ ვინმეს მის სასარგებლოდ. მათ დროს უმრავლესობის ლიდერის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის მეგობარი და დეიდაშვილი ემიგრაციაში ვერ მოხვდებოდა.
ვინც ახლა პირველი გამახსენდა, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები, დეიდაშვილი და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი, ორივე ემიგრაციაშია და რა ვქნა ახლა დავიწყო ამით სპეკულირება, შეგაცოდოთ ის ხალხი და ამაზე ვილაპარაკოთ? პირდაპირი თაღლითობაა რიცხვი 800 000-ის მოტანა. ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. ამიტომ გახდით დასაცინები თქვენ და არა ემიგრანტები. აიღეთ ქვეყნიდან გასვლის ციფრი და არ აიღეთ შემოსვლის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი