რატომ არ მიმართა ცესკოს თავმჯდომარემ შსს-ს სავარაუდო თავდასხმის საქმეზე? - უწყება დუმს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დუმილის რეჟიმშია გადასული - ვახტანგ გომელაურის სკანდალური აღიარების შემდეგ, გიორგი კალანდარიშვილი განმარტებებს არ აკეთებს.
პირველების კითხვის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება არ არის დაწყებული.
არადა, კალანდარიშვილი პირდაპირ ეთერში აცხადებდა, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა იყო და ავტო ავარიას უწყობდნენ.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა, თუმცა სპიკერმა ზოგად საკითხებზე ისაუბრა.
ცესკოში ამტკიცებენ, რომ სახეზეა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი