ცენზურა ახალი გუბერნატორის პირველ სამუშაო დღეს - ლევან ხარაძის წარდგენაზე კრიტიკული მედია დაბლოკეს
მედია ცენზურა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის პირველ სამუშაო დღეს - პრემიერის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ლევან ხარაბაძე დილიდან გორში რეგიონის მერებს და საკრებულოს თანამონაწილეობს შეხვდა, თუმცა შეხვედრაზე მიიწვიეს ყველაა, კრიტიკული მედიის გარდა.
რატომ დაბლოკეს ჟურნალისტები ქართული ჟურნალისტიკის დღეს? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
ხარაბაძე ამტკიცებს, რომ საორგანიზაციო საკითხებს არ იცნობს, თუმცა თანამშრომლობას ყველა მედიასთან აპირებს.
"იმედი მაქვს გავამართლებ მოსახლეობის, გუნდის და პრემიერის იმედებს. რეგიონს ვიცნობ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აქ ვარ გაზრდილი, წინაპრების საფლავიც აქ მაქვს", - თქვა ხარაბაძემ.
მისიე თქმით, ყოფილი გუბერნატორის კადრებს არ გაათავისუფლებს, თუმცა იქვე თქვა, რომ "ყველაფერი მუშა პროცესში" გამოჩნდება.
ლევან ხარაბაძემ, რომელიც 20 წლის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა, შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა.
შაყულაშვილი ყოფილი პრემიერის გარემოცვის წევრად მოიაზრებოდა, სამტავრობო ცვლილების შემდეგ მან, პოსტი მალევე დატოვა.
რაც შეეხება ხარაბაძეს ის, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.