მერია იუსტიციის სახლის წინ არსებულ ხიდს დემონტაჟს გაუკეთებს
თბილისის მერია იუსტიციის სახლის წინ არსებულ ხიდს დემონტაჟს გაუკეთებს - განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია.
დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება", - თქვა კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, ადგილზე დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო ზებრა გადასასვლელი და გზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი