დეპუტატის მტკიცებით, მძღოლი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, მგზავრებმა სცემეს, მიკროავტობუსიდან ჩამოაგდეს და გზა თავად გააგრძელეს
დეპუტატის მტკიცებით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, მგზავრებმა სცემეს, მიკროავტობუსიდან ჩამოაგდეს და გზა თავად გააგრძელეს.
განცხადება "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, შემთხვევა არაიანის გზაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. დეპუტატი ნარკოპოლიტიკის გადახედვას ითხოვს:
"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერტთ სახაზო სამარშუტო ავტობუსზე, აღაიანის იქით მძღოლი ჩამოაგდეს, ცოტა მოარტყეს კიდევაც და მგზავრი დაჯდა და წავიდნენ იმ მიმართულებით სადაც მიდიოდნენ.
ამ პლანის მოწევაზე, არც ვიცი რას უძახით, სახელებს არ ვიმახსოვრებ, არ იჭერენ გასვლისას ეშინია, რომ ის დისპეჩერმა არ შეამოწმოს, რადგან იქ მკაცრად გვაქვს საკითხი დაყენებული, ახლა რა კანონიც მივიღეთ იმით ექიმი იჯდება და შეამოწმებს, მაგრამ ამოიღებს და ამას გზაში მოწევს. გზაში არავინ ამოწმებს, ბოლოს, როცა გადავიდა სამოძრაო ზოლიდან, ეცენ ხელში, მოარტყეს, მოაფხიზლეს და სხვა დაჯდა და წავიდა, ახლა მეტყვიან, მისი უდფლება დაირღვაო, რა დარღვევა 43 კაცი უზის" - აცხადებს დეპუტატი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი