ოპოზიცია ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
“გამარჯვების კოალიციის” ლიდერები “სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერთან ზურა ჯაფარიძესთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.
ვაშაძის თქმით, ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს იძლევა და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს ცვლილებები და გამარჯვებაა საჭირო.
რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?
იმიტომ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ევროპული ინვესტიციები საქართველოში. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრანტები დაბრუნდნენ, შემოსავლები ჰქონდეთ ქვეყანაში და დიახ გვჭირდება ევროპული ბიზნეს გამოცდილება.შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სიღრმისეულად, დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ
ოჯახებში 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება” - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი