5 პუნქტიანი ვარდნა ერთ კვირაში - ვის ეკისრება ვალუტის კურსზე პასუხისმგებლობა?
5 პუნქტიანი ვარდნა ერთ კვირაში. ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. გადამცვლელი პუნქტების ტაბლოებზე ციფრები ყოველდღიურად იცვლება. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე ორი ლარი და 76 თეთრი ღირს. ეროვნული ვალუტის ვარდნა კი ავტომატურად აისახება პროდუქტზე და ისედაც უკიდურესად გაძვირებული ფასების ფონზე მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ეკონომიკის ექსპერტები ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ. სავალუტო ბირჟაზე რყევები სავარაუდოდ ფინანსური უწყების მიერ დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვას უკავშირდება, რამაც ლარის სწრაფი ვარდნა გამოიწვია.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი