21 მარტს კი საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მოწყობილ „პლეი-ოფში“ შეხვდება. ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში ნაკრები ყაზახეთს ან საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვებული „ევრო 2024-ზე“ იასპარეზებს.
პრეზიდენტმა UFC-ის ქართველ ჩემპიონს ღირსების ორდენი გადასცა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში UFC-ის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას ღირსების ორდენი გადასცა.
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა," - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცერემონიამ სასახლეში პრემიერისა და პარლამეტის თავმჯდომარის გარეშე ჩაიარა. დღეს დილით გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ ჩემპიონისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.
დღეს ლუქსემბურგთან მატჩის წინ ილია თოფურია მოედანზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი