"ივანიშვილი EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა" - საერთაშორისო კვლევა
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა - ამ დასკვნამდე მივიდა გავლენიანი გერმანული კვლევითი ორგანიზაცია. საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ზღვარზეა - ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ქვეყანამ 10-დან ექვსი ქულაც კი ვერ მიიღო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა,რომ ბოლო 13 წელი ივანიშვილი ქვეყნის მართვას ფორმალურად ჩამოშორებული იყო, ყველა პრემიერზე მისი გავლენა აშკარა იყო. მართული სასამართლო, კორუფცია და კანონის უზენაესობა - ეს ის ჩავარდნილი მიმართულებებია, რომლის გამოც ქვეყანა 54-ე ადგილზე კენიისა და სიერა ლეონეს გვერდით აღმოჩნდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი