პრეზიდენტმა ილია თოფურიას ჯილდო მარტომ გადასცა - კობახიძე-პაპუაშვილის დემარში ზურაბიშვილის მიპატიჟებაზე
პოლიტიკური კინკლაობის მორიგი რაუნდი- პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი დემარში და უარი პრეზიდენტის მიპატიჟებაზე. ილია თოფურიას დაჯილდოებამ ათონელის რეზიდენციაში აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ჩაიარა. სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი მცდელობა პოლარიზაციის შესამცირებლად უშედეგო აღმოჩნდა.
ირაკლი კობახიძეს დღეს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტია და მის უფლებებს სხვა ვერავინ განახორციელებს. პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ "იუ ეფ სის" ჩემპიონისთვის ღირსების ორდენი გადაეცა. თუმცა ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძემ უკვე იცოდა, რომ ილია თოფურია სახელმწიფო ჯილდოს მიიღებდა. პრეზიდენტმა ჩემპიონის დაჯოლდოების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
დეტალები ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი