ცესკოს თავმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობა - "ოცნებას" გომელაურმა ცივი წყალი გადაასხა
"ოცნებას" ვახტანგ გომელაურმა ცივი წყალი გადაასხა. ხელისუფლების შეთქმულების თეორია შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთი განცხადებით ჩამოანგრია. ცესკოს თავდმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის გეგმა იმდენად არადამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ გომელუარმა გამოძიების დაწყებაც კი არასერიოზულად მიიჩნია. არადა კალანდარიშვილის დაცვის და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კამპანია სწორედ ოპოზიციის მიერ ცესკოში დაგეგმილი გადატრიალების თეორიაზე იყო აგებული. დღეს "ოცნებას" უხერხულობა ეტყობოდა. საკუთარი სიტყვების უკან წაღება რთული ამოცანა აღმოჩნდა. ამიტომ ამტკიცებდნენ, რომ გამოძიების დაწყება მათი პრეროგატივა არ იყო.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი