"ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება" - თოფურია პრეზიდენტს
საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სიტყვით მიმართვის დროს, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება:
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში - ეს არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო - ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ სპორტი არის საერთაშორისო დარგი, საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია, რომ ახვიდე ყველაზე მაღალ ადგილზე და ამის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის იმ დროს, როცა უნდა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი არის ამის განსახიერება.
არანაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თქვენ მოისურვეთ, რომ დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა - ესეც არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში,“ - თქვა პრეზიდენტმა.
ილია თოფურიამ ორდენის გადაცემის შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი ტიტულის მიღება.
ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის - წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ რომ ვბრუნდები თქვენს წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის,“ - განაცხადა ილია თოფურიამ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი