ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ამბობენ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციურით - ბოკუჩავა

21.03.24 21:09
ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ამბობენ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციურით - ბოკუჩავა

„მათ შორის ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ამბობენ ღიად, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციური მრავალპარტიული მმართველობით,“ - ასე პასუხობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ოცნება“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. 

როგორც ბოკუჩავა ამბობს, პრემიერისგან განსხვავებით მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ კოალიციური მმართველობა იხილოს. 

ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს არის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ცვლილებები, მათ შორის ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ამბობენ ღიად, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციური მრავალპარტიული მმართველობით.
დახურულ ფოკუს ჯგუფებში ეს ჩანს, რომ მათი მხარდამჭერებიც კი ხედავენ, რამდენად პრობლემურია ერთპიროვნული მმართველობა ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებელია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ შევინარჩუნებთ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

 

მსგავსი სიახლეები