მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გადადოს პირადი და პარტიული ამბიცია გვერდზე - ბოკუჩავა
"პირადი ამბიცია ვერასდროს გახდება პოლიტიკური იდეოლოგი... თითოეული ოპოზიციონერი თუ პარტია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს 5-პროცენტიან ბარიერს," - ამ განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "რეაქციაში" აკეთებს.
თინა ბოკუჩავა საუბრობს რამდენიმე მოცემულობაზე, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ, როცა კოალიციური მთავრობის საჭიროება დადგება დღის წესრიგში.
ერთი, აუცილებელია, თითოეული ოპოზიციონერი თუ პარტია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს 5-პროცენტიან ბარიერს. დიდი უპასუხისმგებლობა იქნება ამ არჩევნებში შევიდეთ იმგვარი ოპოზიციური კონფიგურაციით, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები იკარგება.
მეორე, პირადი ამბიცია ვერასდროს გახდება პოლიტიკური იდეოლოგია, განსაკუთრებით ამ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გადადოს პირადი და პარტიული ამბიცია გვერდზე, იმიტომ, რომ მართლა გადასარჩენია ჩვენი ქვეყანა.
მესამე, არის ცვლილებების მნიშვნელობა და ერთად უნდა ვირწმუნოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია, შესაძლებელია, არ გვქონდეს წინასაარჩევნო გაერთიანება, კოალიცია, მაგრამ მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და იმაზე, რომ ისტორიული არჩევნების რეალიზების შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას და ძალიან მენიშნა ის, რომ ელჩმა ჰერჩინსკიმაც ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მათ შორის,“ - ამბობს ბოკუჩავა.
ბოკუჩავას თქმით, „ენმ აუცილებლად აღმოჩნდება კოალიციური მთავრობის უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მსხვილ შემადგენელ ნაწილად“.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლების მობილიზაცია, იმ ადამიანების მობილიზაცია, ვინც თავის თავს თვლის ენმ-ის მხარდამჭერად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად. ჩვენთვის მთავარია ცვლილებები. ენმ აუცილებლად აღმოჩნდება კოალიციური მთავრობის უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მსხვილ შემადგენელ ნაწილად. ვთვლი, რომ ნამდვილად დადგა დრო მრავალპარტიული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლების და ზუსტად ვიცი, რომ მრავალპარტიული, კოალიციური ხელისუფლება შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში,“ - ამბობს ბოკუჩავა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი