დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.
"ოცნების" თქმით, "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" დარჩიაშვილის პარლამენტში ინტერპელაცია რეჟიმის დასაბრუნებლად დაგეგმეს და სწორედ ამ პროპაგანდის გატარებას ცდილობს ოპოზიცია.
"კოლექტიურ ნაცმოძრაობას" უნდა ისეთი სურათი შექმნას, რომ თითქოს, საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, ემიგრაციაში მყოფნი არიან ერთ პირად შეკრულნი, რომ მხარი დაუჭირონ "ნაცმოძრაობას" და იმ სადისტური რეჟიმის დაბრუნებას. ამ იდეის და პროპაგანდის გასატარებლად დაგეგმეს ასეთი ინტერპელაცია და რასაკვირველია, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს, ეს თემა იქნება წამოწეული, რომ თითქოს იქ წასულია ასეულობით ათასი ადამიანი", - აცხადებს გია ვოლსკი.
ასევე ოპოზიციას აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების გახსნა, რათა ემიგრანტების ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს.
ილია დარჩიაშვილს საინტერპელაციო კითხვა ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ, თეონა აქუბარდიამ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ გაუგზავნეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი