მინისტრისგან მაინტერესებს, რამდენი ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში - გოცირიძე
"ევროოპტიმისტებს", რომლებმაც საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს, ილია დარჩიაშვილისგან აინტერესებთ პასუხები კითხვაზე, მაშინ, როდესაც მილიონი ემიგრანტიდან მხოლოდ 12 ათასი მიდის არჩევნებზე, წელს რამდენი ათასი ემიგრანტის მისვლას ელოდება ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე.
ის პასუხი, რასც გამოაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრმა არ არის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. გაურკვეველია, აპირებენ თუ არა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთში. მილიონი ჩვენი მოქალაქეიდან, როდესაც მონაწილეობს მხოლოდ 12 ათასი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არჩევნებზე დადიან საელჩოს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები და ორი სამი ათასი ენთუზიასტი. ასე რომ ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან კონკრეტულ პასუხს? რამდენი ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში", - აცხადებს გოცირიძე.
ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ზუსტად 12 საათზე მივა. ლია დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი