მორიგი იერიში EU-ზე - პაპუაშვილი ევროკავშირს უსამართლობაში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში ევროკავშირზე - პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს აკრიტიკებს და უსამართლობაში ადანაშაულებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან მაინც დაჩაგრულია, რაც უსამართლობაა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველო დეკემბერშიც დაიჩაგრა და ახლაც იჩაგრება.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გადაწყვეტილებების უსამართლობას. საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით ლიდერია აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის ევროკომისიის, საქართველო ამ 3 ქვეყანასთან შედარებით, ლიდერია.
ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ყველა პარამეტრით ლიდერია, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, მუშაობს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი