პაპუაშვილი: თუ ქალბატონი სალომე საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, ამ ცვლილების მიზანია, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო.
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ( ზურაბიშვილი) არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს, აქაც პირველი მოსმენით მიღებულია პროექტი და მეორე, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი