93 000 ლარი საჩუქრად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს და მის ოჯახს - რა კითხვები აქვს TI-ის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ტრისტან ბენაშვილის 2023 დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს მან მამისგან საჩუქრად 60 000 ლარი, მისმა მეუღლემ რუსუდან ძმანაშვილმა, ძმისგან 30 000 ლარი, ხოლო შვილმა ბებია-ბაბუისგან 3 000 ლარი მიიღეს. ამ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფს იმას, რომ 2018 წელს ტრისტან ბენაშვილს მამამ ორი უძრავი ქონება თბილისში, ხოლო ნატახტარში მიწის ნაკვეთი აჩუქა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მათ შორის ტრისტან ბენაშვილის, კეთილსინდისიერება ევროკავშირის განსაზღვრული პირობების თანახმად უნდა გადამოწმდეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი