ზარქუა ოპოზიციას: ჯიგრებო გაერთიანდით, ფანჩატური 2 დაარქვით
"მე მოვუწოდებ, ჯიგრებო გაერთიანდით, შეიკრიბეთ ერთად შალიკოს ფანჩატურში, ფანჩატური 2 დაარქვით, სხვა შანსი არ გაქვთ", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს და ასე აფასებს არჩევნებში ოპოზიციის შანსებს.
ზარქუა ამტკიცებს, რომ ოპონენტებს ამომრჩევლის მზარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს და რომ "ქართული ოცნებაა" ერთადერთი ძალა, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდეს, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტეგრაციას პირდება.
ამით ჩვენც გაგვიმარტივებთ ჩვენს ამომრჩევლებსაც არჩევანის გაკეთებას - აქეთ იქნებით ხელმოცარულები, ლუზერები, მწვალებლები, ბიზნესის რეკეტიორები და აქეთ იქნება ქართული ოცნება, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, ეკონომიკური განვითარების და ევროინტეგრაციის,“ - ამბობს ზარქუა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი