"გვეშინია, რომ ხალხს მოატყუებენ" - პაპუაშვილის ახსნა "ოცნების" ახალ რიტორიკაზე

22.03.24 13:18
"გვეშინია, რომ ხალხს მოატყუებენ" - პაპუაშვილის ახსნა "ოცნების" ახალ რიტორიკაზე

„გვეშინია, რომ ხალხს მოატყუებენ,“ - ასე ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე უალტერნატივოა და რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს. 

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვერ ლახავენ პარტიები ბარიერს, რატომ მიაქვთ იერიში ოპოზიციაზე, ამაზე პაპუაშვილი ამბობს, ეს ემსახურება "საზოგადოების ინფორმირებას, რომ ცრუ მანევრებს არ წამოეგონ".

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას შეძლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარტიების ნაწილი ბარიერს ვერ გადალახავს. 

ეს ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას რომ ამ ცრუ მანევრებს არ წამოეგონ. გვეშინია, რომ ხალხს მოატყუებენ.
მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს აიღო 96 პროცენტი, ასე, რომ პუტინს თუ ვინმეს შეადარებთ, შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილი შეადაროთ,“ - ამბობს პაპუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები