თიხის ფეხების დამალვის მცდელობაა - ხვიჩია "ოცნების" რიტორიკაზე
"ეს მესიჯი არის საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც არ ენდობიან ამ პროცესში," - ასე ხსნის "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობით შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ამის რეალური გარანტია არ აქვს "ოცნებას" და ამ განცხადებებით მობილიზებას უკეთებენ ამომრჩეველს და თანაგუნდელებს, რომ მათ დააჯერონ, თითქოს, "ოცნება" შეუცვლელია.
თიხის ფეხების დამალვის მცდელობაა უფრო, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" სინამდვილეში რომ ასე ფიქრობდეს, ჩვენ ვერ დავინახავდით იმ ისტერიულ მოსყიდვებს და მთელ კამპანიას, რომელიც რეგიონებში აქვს ჩართული „ქართულ ოცნებას“.
ბოლო პერიოდში გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად, მათივე მხარდამჭერები ვერ იქნებიან მყარად, ამიტომ საკუთარ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ ისევ ჩვენ ვართ, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნება და არ იფიქროთ სადმე სხვაგან გადახტომა და ეს მესიჯი არის საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც არ ენდობიან ამ პროცესში,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.