ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა - ხაბეიშვილი
"ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა. 2024 წლის არჩევნებში, ახალგაზრდები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ, რადგან სწორედ მათ უკავშირდებათ საქართველოს მომავალი და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები," - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ხაბეიშვილის თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა იქნება გადამწყვეტი 2024 წლის არჩევნებში.
საქართველოს პარლამენტში, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდებს ძალიან კარგად ესმით ევროკავშირის მნიშვნელობა და შესაბამისად, ზუსტად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა და ბევრი სხვა სიკეთე სწორედ ევროკავშირთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა.
ახალგაზრდების ჩართულობა იქნება გადამწყვეტი 2024 წლის არჩევნებში.
საქართველოს მომავალს განსაზღვრავს ხალხი და განსაკუთრებული როლი აქვს ახალგაზრდებს. 2024 წელი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, გააკეთონ ანალიზი და ასე მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს მომავალი მათ უკავშირდებათ და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები. უამრავი წუხილი აქვთ და ცხადია ეს უკავშირდება ეკონომიკურ სიდუხჭირეს, პრობლემებს რომლის წინაშეც ყველა ოჯახი დგას და ცხადია, ახალგაზრდებსაც უამრავი პრობლემა აქვთ. ღია დისკუსია, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია არია შესაძლებლობა რომ ერთად მოვახერხოთ ამ კრიზისების დაძლევა," - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი