პარლამენტში სარჯველაძე ივანიშვილის კომპანიის ყოფილმა ადვოკატმა ჩაანაცვლა
პარლამენტში გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე იქნება.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
იმედა ნიკურაძე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, შემდეგ კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო („ელიტა ბურჯი“ 2020 წელს ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა). მოგვიანებით ნიკურაძე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
იმედა ნიკურაძე დღემდე „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
მიხეილ სარჯველაძე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დანიშნა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი