რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში? - დეკანოიძე დარჩიაშვილს
რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? - ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „ინტერპელაციის წესით“ იმყოფება.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საერთო რიცხვი ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით, ეს არის მილიონამდე ადამიანი. ხოლო ყველაზე მძიმე სტატისტიკა, რომელიც არის ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის შემდეგი რიცხვები: 2020, 2021, 2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87222 ადამიანი. რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ გაიხსნას კონკრეტული უბნები დამატებით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციით მინიწებული უფლების უზრუნველსაყოფად? რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ აწარმოოს კამპანია და ჩვენს მოქალაქეებს აუხსნას ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არავითარი სამართლებრივი შედეგები არ დადგება მათი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ"- განაცხადა დეკანოიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი