ადამიანის უფლებათა ცენტრი: ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ
"ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშია საუბარი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, როგორც ბაჩალიაშვილის, ისე გრიგორიადისის მამებმა მათ დაუდასტურეს, რომ ორი პირი უთვალთვალებდათ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა პირველ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ ბექა გრიგორიადისი აპირებდა მედიისთვის განცხადების გაკეთებას, რომ იწყებდა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო მისი თვალთვალის მიზეზი. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ეს პირები იდგნენ ჯუმბერ ბაჩალიაშვილისა და ბექა გრიგორიადისის სიახლოვეს“ - წერია ანგარიშში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი