პროპაგანდაა, რომ საკუთარი ამომრჩეველი გაამხნევონ - დეკანოიძე
"ეს არის პროპაგანდა, რომ საკუთარი ამომრჩეველი გაამხნევონ," - ასე ხსნის "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებასთან დაკავშირებით "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
დეპუტატისთვის თვალსაჩინოა, რომ მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან "ოცნების" უალტერნატივობასთან დაკავშირებით განცხადებები იმის მცდელობაა, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეინარჩუნონ და გაამხნევონ.
ეს არის პარტია, რომელშიც არის კლანური დაპირისპირებები, რომელშიც არავინ არ იცის, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად ვის უჭერს მხარს და ეს არის პარტია, რომელიც არის ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული, ამიტომ სიმართლე გითხრათ ეს არის პროპაგანდა, რომ საკუთარი ამომრჩეველი გაამხნევონ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"„ქართლი ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებშია, „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-ის ფარგლებში. სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ" - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს.
გარდა პაპუაშვილისა, დღესვე კომენტარი გააკეთეს "ოცნების" დეპუტატებმა, სადაც მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მმართველი გუნდი უალტერნატივოა, ხოლო ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს:
"მინიმუმ 70 პროცენტი (გვაქვს)" - ჩიგოგიძის პროგნოზი საარჩევნო პროცენტებზე
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი