ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობა მხოლოდ რუსეთის ინტერესშია - ირაკლი აბესაძე
ახალი გზა რუსეთისკენ - პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ახალი პროექტი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და საქართველოს ამით არც ეკონომიკური სარგებელი ექნება და მეტადრე, არც უსაფრთხობის თვალსაზრისით არის მიზანშეწონილი. ექსპერტის თქმით, იმ მწირი რესურსით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ამ გზით მშენებლობა დაუშვებელია.
დაუშვებელია, ჩვენი მწირი ფინანსური რესურსები დღეს ხმარდებოდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დღეს არის რუსეთის ინტერესში რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შესაქმნელად, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხმარდებოდეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის გავითარებას, სადაც პრობლემები გვაქვს. ღრმაწყლოვანი პორტი არ გაგვაჩნია, სწორედ აქეთ უნდა მიემართებოდეს ის ასეულობით მილიონი ლარი ნაცვლად იმისა, რომ ვანვითარებდეთ რუსეთთან დამაკავშირებელ გზებს, რომელიც დღეს არც ეკომონიკურ და მითუმეტეს, არც ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებში არ შედის, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ახალი გზა, რომელიც რუსეთისკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია.