"სად დავისვენებ, თქვენი საქმე არ არის, რას დამდევთ, საერთოდ?!" - ღარიბაშვილი არაბულ არდადაგებზე
რა სახსრებით მოიწყო ყოფილმა პრემიერმა არაბული არდადაგები? - ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას არ პასუხობს. ექსპრემიერი ამბობს, რომ ახლა ის პრემიერის პოსტს აღარ იკავებს, ამიტომ რა დაფინანსებით დაისვენა დუბაიში, "არავის საქმე არ არის".
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი თავს ისევ "ტვ პირველს" ესხმის და მას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
თქვენი საქმე არ არის. მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ, საერთოდ? თქვენ საქმეს მიხედეთ. რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში გადამიღოთ ფოტოები და საერთოდ, როგორ კადრულობთ?. თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. 5 დღე სად დავისვენებ, თქვენი საქმე არ არის. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული იგივე თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშილის მიერ, რომელიც ასევე თაღლითია. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია, - ამბობს ღარიბაშვილი.
შაბათის ეთერმა მოიპოვა ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გადაყენებულ პრემიერს დუბაიში დასვებებისას გადაუღეს. ირაკლი ღარიბაშვილი სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო "ჯუმეირა ბიჩ ჰოტელში" დააფიქსირეს. ამ სასტუმროში, საოჯახო ტიპის ნომერში, მინიმუმ 6 კაცის განთავსება ერთი ღამით, 11 ათასი ლარიც კი ღირს, მაგრამ თუ ოჯახის ექვსივე წევრი არა საოჯახო ნომერს არამედ ინდივიდუალური ტიპის ნომრებს აიღებდა, ამ შემთხვევაში, ერთი ღამე, ღარიბაშვილს და მის ოჯახს, სავარაუდოდ 20 ათას ლარზე მეტი დაუჯდებოდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი