ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილის მილიონების შესახებ არაფერი იცის - ბოტკოველი

25.03.24 11:19
ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილის მილიონების შესახებ არაფერი იცის - ბოტკოველი

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერის მდიდრული ცხოვრების და მოგზაურობების შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსაც აქვს. ოპოზიციის წევრის თქმით, ღარიბაშვილს შაბათის ეთერის გამოძიებების ძალიან ეშინია, რადგან ყოველ ჯერზე მას ხალხის ფულის მოპარვასა და მილიონების შოვნაში ამხელენ, ეს კი ექსპრემიერს არ აწყობს. 

ღარიბაშვილს, ალბათ, რომ შეეძლოს, კვირის 7 დღიდან შაბათს აუცილებლად გააქრობდა, იმიტომ, რომ ყოველი შაბათი და ყოველი გამოძიება „ტვ პირველის“ მისთვის არის იმ ყველაფრის მხილება, რასაც, რეალურად, ის სჩადის და რისთვისაც ხელისუფლებაშია მოსული. ყოველი მისი მხილება, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, თუ რას აკეთებს ის და ივანიშვილისთვის ასევე. მაგას ვერც თქვენ დაიჯერებთ, ვერ მე დამაჯერებს ვერავინ, რომ ივანიშვილმა არ იცოდა და არ იცის, ღარიბაშვილი რომ მილიონებს შოულობს, ღარიბაშვილი რომ ხალხს ფულს პარავს, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

შაბათის ეთერის გამოძიებებით გაბრაზებულმა ღარიბაშვილმა გუშინ გამოაცხადა, რომ საკუთარი შემოსავლების და მდიდრული მოგზაურობების შესახებ აღარაფერს იტყვის, რადგან პრემიერი აღარაა და არც ამის ანგარიშვალდებულება აქვს. 

მსგავსი სიახლეები