საკრებულოში მაჟორიტარების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უქმდება - "ოცნება" საარჩევნო კოდექსს ცვლის
მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ცვლის - ცვლილებების თანახმად, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40-პროცენტიანი ბარიერი.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი
ხმა მიიღო. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა
კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა," - წერია კანონპროექტში.
ოპოზიციის თქმით, დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა მხარს მხოლოდ მოსახლეობის 35% უჭერს, რაც გამორიცხავს უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩენას.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი