თუ არავითარი "მაგრამ", მაშინ გადააყენე ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ეს საზიზღრობა- უგულავა კუჭავას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რეაგირება მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, როგორიცაა მედიის დარბევა, კარტოგრაფების საქმე.
თუ არავითარი "მაგრამ", მაშინ გადააყენე ღარიბაშვილი, რომელმაც დაგეგმა და საჯაროდ წაახალისა ეს საზიზღრობა. თუ არავითარი "მაგრამ", მაშინ ბოდიში მოუხადე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. თუ არავითარი "მაგრამ", მაშინ 2022-ის ბიუჯეტიდან ამოიღე 25 მილიონიანი საჩუქარი მათ, ვინც ხალხს არბევს, კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს და პედოფილებს მფარველობს. და თუ ამის თავი არ გაქვს, მაგ მაგრამთან ერთად გასრიალდი აქედან - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, დღეს განაცხადა: ,, არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან.