საქართველოში, ერთ-ერთ საიტზე ანიმაცია გადიოდა, სადაც კაცი კაცს ეამბორა - მამუკა მდინარაძე
მმართველი გუნდი "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს.
საგანგებო ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ საქართველოში, ერთ-ერთ საიტზე ანიმაცია გადიოდა, სადაც კაცი კაცს ეამბორა.
"ეს ლგბტ პროპაგანდის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ამის მომხმარებელ ბავშვებს მოუწოდებს, რომ ბედნიერება სხვანაირად წარმოუდგენელია"- ამბობს ის.
საქართველოში, ერთ-ერთ საიტზე ანიმაციური ფილმი გადიოდა, შეიძლება, დღესაც გადის, სადაც საათნახევრის განმავლობაში ერთ-ერთ გმირზე იყო საუბარი, რომელმაც რაღაც ქალაქი აიღო, გადაარჩინა და საგმირო საქმეები ჩაიდინა. ეს ანიმაციური ფილმი, რომელსაც ბავშვები უყურებენ, ასეთი სცენით მთავრდებოდა - რომ შემდეგ, ეს პერსონაჟი მეორე მამაკაცთან მივიდა და არა როგორც კაცები ერთმანეთს გადაეხვევიან ხოლმე, არამედ, შეყვარებული წყვილისთვის დამახასიათებელი ფორმით მას ეამბორა. ტექსტი კი ედო, რომ სხვანაირად ბედნიერება წარმოუდგენელიაო და ეს პერსონაჟი, რომელიც საათნახევრის განმავლობაში ბავშვებს ისე წარმოუჩინეს, როგორც გმირი, არატრადიციული ცხოვრების წესის მატარებელი აღმოჩნდა და ამის პოპულარიზაცია მოხდა, რომ ამის გარეშე ბედნიერება შეუძლებელიაო. კონტექსტი ეს იყო. ეს ლგბტ პროპაგანდის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ამის მომხმარებელ ბავშვებს მოუწოდებს, რომ ბედნიერება სხვანაირად წარმოუდგენელია"- თქვა მან.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი