"ოცნებას და კლანს წარმოეშვათ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ" - რას გულისხმობს ყოფილი მოსამართლე
"ზოგიერთი მოსამართლე, იქ, ვინც იყო მისული, ნებსით თუ უნებლიედ, ჩართული არის ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში. კერძოდ, მათი ყველა ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის პროცესი", - ამ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აკეთებს.
როგორც ალავიძე "პირველებთან" ამბობს, მოსამართლეთა კონფერენციაზე ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ გამოსვლები ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.
ალავიძე საუბრობს "ქართული ოცნებისა" და ე.წ. სასამართლო კლანის გარიგებასა და ერთმანეთის წინაშე ვალდებულებების არსებობაზე:
„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს კლანს და ამბობს, რომ სასამართლოში პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ყველა სხვა სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები - ყველა ამბობს, რომ არის კრიტიკული სიტუცია.
მათ უკვე წარმოეშვათ ეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ - ერთი მხრივ, კლანმა მიცემული პირობა შეასრულა, მეორე მხრივ, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ დაიცვას კლანი,“ - ამბობს ბესარიონ ალავიძე.
მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელიც გუშინ ჩატარდა, იმსჯელეს ე.წ. ვეტინგის სისტემაზე, სადაც ლევან მურუსიძე ამტკიცებდა, რომ მოსამართლეები იყვნენ ერთსულოვნები, რომ ე.წ. ვეტინგი არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და მიმართულია სასამართლოს დამორჩილებისკენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი