მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქუთაისიდანაც მოითხოვეს
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქუთაისიდანაც სთხოვეს. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები სიმბოლურად პარლამენტის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ, იმ შენობასთან რომელიც სააკაშვილმა ააშენა რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად ექცია.
აქციაზე იყო პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება, რადგან მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივით ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა მიმართვისას.
ნამდვილად სიმბოლურია დღეს აქ შეკრება, როგორც სიმბოლური იყო წალენჯიხაში, ზუგდიდში, იქნება გორში, თბილისში და ყველგან სიმბოლური იქნება მსგავსი შეკრება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ყველას ძალიან კარგად გვესმის, განსაკუთრებით ქუთაისელებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის. თქვენ ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის შენობას, ხედავთ დანგრეულ მთავრობის სახლს და მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომ ქუთაისი ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია ფიქციად და მაგალითად, ჩემს მარცხნივ 2016 წელს უნდა აშენებულიყო ოცნების ქალაქი და როგორც ხედავთ არაფერი არ აშენებულა.“ - განაცხადა თემურ ცამციშვილმა
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი